მილა იოვოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
მილა იოვოვიჩი (რუს. Милица Йовович; დ. 17 დეკემბერი, 1975)[1] — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო არაერთ სამეცნიერო ფანტასტიკურ და მოქმედებითი ჟანრის ფილმში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა; პირველად გამოჩნდა ჟურნალ „ლეის“ გარეკანზე. 1988 წელს პირველად მიიღო პროფესიონალური სამსახიობო როლი სატელევიზიო ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში“; იმავე წელს ითამაშა ფილმში „ორი მთვარის შერწყმა“. რამდენიმე უმნიშვნელო სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, 1989 წელს როლი მიიღო ფილმში „ცოლიანი, შვილებთან ერთად“. პოპულარობა მოუტანა ფილმმა „დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში“. 1992-1993 წლებში შესაბამისად ითამაშა ფილმებში „კაფსი“ და „კაიფში და არეულობაში“. შემდეგ, რამდენიმე ხნით ეკრანს ჩამოშორდა. 1997 წელს ბრიუს უილისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „მეხუთე ელემენტი“, ხოლო ორი წლის შემდეგ ფილმში „ჟანა დ`არკი“. აღსანიშნავია აგრეთვე ფილმების სერია „ბოროტების სავანე“.
მილა იოვოვიჩი | |
---|---|
მილა იოვოვიჩი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | მილიცა იოვოვიჩი |
დაბადების თარიღი |
17 დეკემბერი, 1975 კიევი, უკრაინა |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი მუსიკოსი დიზაინერი |
აქტიური | 1985–დღემდე |
მეუღლე(ები) | ლიუკ ბესონი (1997-1999) |