მირჩა ელიადე
From Wikipedia, the free encyclopedia
მირჩა ელიადე (დ. 13 მარტი, 1907 - გ. 22 აპრილი, 1986) — რუმინელი რელიგიის ისტორიკოსი, ფენტეზის ჟანრის მწერალი, ფილოსოფოსი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. რელიგიური აზროვნების წამყვანი მკვლევარი. მის მიერ ჩამოყალიბებული რელიგიური კვლევისს პრადიგმები დრემდე აქტუალურია. მისი თეორია, რომ იეროფანია ქმნის რელიგიის საფუძველს, რეალობის ადამიანური გამოცდილების დაყოფა წმინდა და პროფანულ სივრცედ და დროდ, დღემდე გავლენიანია.[1] მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი რელიგიურ კვლევებში იყო მისი თეორია: მარადიული დაბრუნება, რომელიც ამტკიცებს, რომ მითები და რიტუალები უბრალოდ იეროფანიების გახსენება კი არ არის, არამედ რელიგიური ადამიანების აზრით მათში რეალური მონაწილეობა.[1]
მირჩა ელიადე | |
---|---|
რუმ. Mircea Eliade | |
მირჩა ელიადე 2007 წლის მოლდოვის საფოსტო მარკაზე | |
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1907 |
დაბადების ადგილი | ბუქარესტი, რუმინეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 22 აპრილი, 1986 |
გარდაცვალების ადგილი | ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
დასაფლავებულია | Oak Woods Cemetery |
საქმიანობა | ისტორიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი, |
ენა | რუმინული, ფრანგული, პორტუგალიური, ინგლისური |
ეროვნება | რუმინელი |
მოქალაქეობა | რუმინეთი, აშშ |
ალმა-მატერი | კოლკატას უნივერსიტეტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი |
პერიოდი | 1921–1986 |
ჟანრი | ფანტასტიკა, ავტობიოგრაფია, სამოგზაურო ლიტერატურა |
თემატიკა | რელიგია, რელიგიის ფილოსოფია, მასობრივი კულტურა, პოლიტიკა |
მიმდინარეობა | მოდერნიზმი |
ჯილდოები | Gordon J. Laing Award და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ძირიტადად მიეკუთვნება ფანტასტიკურ და ავტობიოგრაფიულ ჟანრს. მისი ნაშრომებიდან ყველაზე მეტად ცნობილი ნოველებია: ბენგალური ღამეები (La Nuit Bengali, აკრძალული ტყე (Noaptea de Sânziene), შორსმჭვრეტელი მოზარდის დღიური (Romanul adolescentului miop). მის კრისტინა (Domnișoara Christina) და ახალგაზრდობა ახალგაზრდობის გარეშე (Tinereţe fără tinereţe); ხოლო მოთხრობეიდან: დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო (Secretul doctorului Honigberger) და ბოშა გოგოებთან ერთად (La țigănci).
მის ცხოვრების ადრეულ წლებსი მირჩა იყო ჟურნალისტი და ესეისტი. რუმინელი ჟურნალისტის და ფილოსოფოსის: ნაე იონესკუს მოწავლე. ლიტერატურული საზოგადოება: Criterion-ის წევრი. 1930-იანებში რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა ფაშისტური იდეოლოგიის პოლიტიკური ორგანიზაციის რკინის მცველების მხარდაჭერა. მისი იმდროინდელი პოლიტიკური აქტიურობის და ულტრამემარჯვენე კავშირების გამო მას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხშირად აკრიტიკებდნენ. 1940-იანებში პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში კულტურული ატაშედ მუშაობდა.
დიდი ერუდიციით გამორჩეული მირჩა თავისუფლად საუბრობდა ხუთ ენაზე (რუმინული, ფრანგული, იტალიური, ინგლისური, გერმანული) და კიდევ სამ ენაზე კითხულობდა (ებრაული, სპარსული, სანსკრიტი). ის სიკვდილის შემდგომ რუმინეთის აკადემიის წევრად აირჩიეს.