ნავარის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია ნავარა (ესპ. Navarra, ბასკ. Nafarroa Garaia) შედგება 272 მუნიციპალიტეტისაგან. ნავარამ ავტონომიური გაერთიანების სტატუსი მიიღო 1978 წლის კონსტიტუციის თანახმად.[1] ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[2][3]
ნავარის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან შემდეგ კომარკაში: ესტელია-ორიენტალი, აიოსი, ალტო-ბიდასოა, აუნიამენდი, ბასტანი, ვალდისარბე, პუენტე-ლა-რეინა, კუენკა-დე-პამპლონა, ლა-ბარანკა, ლუმბიერი, ნორტე-დე-არალარი, რიბერა-აგრა-არაგონი, რიბერა-დელ-ალტო-ებრო, რონკალ-სალასარი, სანგუესა, სინკო-ვილიასი, ტაფალია, ტუდელა, ულცამალდეა და ესტელია-ოქსიდენტალი
ნავარის ავტონომიური გაერთიანების ფართობია 10 391 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 661 197 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია პამპლონა, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ბასტანი (373,55 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ვილიავა (1,06 კმ²)[5].