ნეგერი-სემბილანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეგერი-სემბილანი (ისტორიულად წარმოითქმის როგორც ნეგრი-სემბილანი) ― შტატი მალაიზიაში. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან სელანგორი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― პაჰანგი, ხოლო სამხრეთიდან ― ჯოჰორი და მალაკა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ნეგერი-სემბილანი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | სერემბანი | ||||
კოორდინატები | 2°45′00″ ჩ. გ. 102°15′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Muhriz of Negeri Sembilan და Aminuddin Harun | ||||
ფართობი | 6686.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 997 071 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 | ||||
საფოსტო ინდექსი | 70000–73999 | ||||
საავტომობილო კოდი | N | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ns.gov.my | ||||
| |||||
ნეგერი-სემბილანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული და მრავალფეროვანი ტროპიკული წვიმის ტყეებით გამოირჩევა. შტატის ქედები ტიტივანგსის მთებს მიეკუთვნება, რომელიც ტენასერიმის ბორცვების სამხრეთი გაგრძელებაა და სამხრეთ მიანმარიდან, სამხრეთ ტაილანდსა და ნახევარკუნძულის მალაიზიამდე გრძელდება. უმაღლესი მწვერვალია ბესარ-ჰანტუ.
ნეგერი-სემბილანის დედაქალაქია სერემბანი. სამეფო დედაქალაქი, სერი-მენანტი, კუალა-პილაჰის რაიონში მდებარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: პორტ-დიქსონი, ბაჰაუ და ნილაი.
მალაიზიის სხვა სამეფო შტატებისგან განსხვავებით, ნეგერი-სემბილანის მმართველს მოსახლეობა ირჩევს და სულთნის მაგივრად იანგ დი-პერტუან ბესარი ეწოდება. მმართველის არჩევნები უნიკალურია. შტატის მეთაურს ირჩევს უნდანგების საბჭო, რომლებიც სუნგაი-უჯონგის, ჯელებუს, ჯოჰოლისა და რემბაუს ტერიტორიებს ხელმძღვანელობენ. მეთაური აირჩევა პაგარუიუნგის დინასტიის ლეგიტიმურ მამაკაც წევრებს შორის. უნდანგები ვალდებული არ არიან, რომ წინა იამატუანის პირველი ვაჟი მემკვიდრე აირჩიონ ხელმძღვანელად, რაც უფრო დემოკრატიული მონარქიული სისტემის დამყარებას უწყობს ხელს.