ნეკროპოლი კრემლის კედელთან
სასაფლაო მოსკოვში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნეკროპოლი კრემლის კედლის მახლობლად — მემორიალური სასაფლაო მოსკოვის წითელ მოედანზე კრემლის კედლის მახლობლად, რომელიც განკუთვნილია როგორც კოლუმბარიუმი ურნებისთვის ფერფლით. საბჭოთა სახელმწიფოს სახელმწიფო, პარტიული და სამხედრო ლიდერების, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მონაწილეთა განსასვენებელი. 1920- იან და 1930-იან წლებში აქ ასევე დაკრძალეს უცხოელი კომუნისტი რევოლუციონერები, მაგალითად, მწერალი და ჟურნალისტი ჯონ რიდი(ინგლისური)ქართ., იაპონიის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი სენ კატაიამა, რევოლუციონერი კლარა ცეტკინი, გერმანელი პოლიტიკოსი ფრიც ჰეკერტი და სხვები.
სწრაფი ფაქტები ნეკროპოლი კრემლის კედელთან ...
ნეკროპოლი კრემლის კედელთან |
---|
დახურვა
1974 წლიდან ნეკროპოლი დაცულია სახელმწიფოს მიერ, როგორც კულტურის ძეგლი. ის მოსკოვის კრემლის კომენდანტის სამსახურის ობიექტია.