ნორვეგიის კონსორტების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორვეგიის კონსორტების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანების სია, რომლებიც დაქორწინებულნი იყვნენ ნორვეგიის მონარქებზე. მსგავსად საფრანგეთისა, ნორვეგიის ისტორიაშიც ყველა კონსორტი ქალი იყო. აღსანიშნავია, რომ კალმარის უნიის (1397-1523) პერიოდში, ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას საერთო კონსორტები ჰყავდათ, მისი დაშლის თანავე კი შეიქმნა დანია-ნორვეგიის თანამეგობრობა, სადაც აშკარა უპირატესობას დანია ფლობდა. ამრიგად, 1523-1818 წლებში ნორვეგიასა და დანიას საერთო კონსორტები ჰყავდათ, რის შემდეგაც ნორვეგია დაუყოვნებლივ მიიერთა შვედეთმა. ამრიგად, 1818-1905 წლებში უკვე ნორვეგიასა და შვედეთს ჰყავდათ საერთო კონსორტები, რაც საბოლოოდ 1905 წელს ნორვეგიის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. დღეისათვის ნორვეგიის დედოფალ-კონსორტია სონია ჰარალდსენი.