ოტო ჰანი (გერმ. Otto Hahn; დ. 8 მარტი, 1879, მაინის ფრანკფურტი — გ. 28 ივლისი, 1968, გეტინგენი) — გერმანელი ქიმიკოსი. სწავლობდა მარბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში, 1919–1934 პროფესორი ბერლინში. 1912-იდან მუშაობდა იმპერატორ ვილჰელმის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში (ბერლინში), სადაც 1938-მდე ლ. მაიტნერთან ერთად ჩაატარა გამოკვლევა (1928-იდან ამ ინსტიტუტის დირექტორი). 1946–1960 — მ. პლანკის საზოგადოების პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1960-იდან — საპატიო პრეზიდენტი. ჰანის ძირითადი შრომები ეძღვნება რადიოაქტიურობის გამოკვლევას. აღმოაჩინა მრავალი იზოტოპი და ახალი რადიოაქტიური ელემენტი პროტაქტინიუმი (ლ. მაიტნერთან ერთად). პირველმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების ბირთვული იზომერიის მოვლენა (1921) და ფ. შტრასმანთან ერთად (1938) ურანის ბირთვის გაყოფა ნეიტრონების მოქმედებით (ბირთვული რეაქციები). ნობელის პრემია (1944). მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი.
სწრაფი ფაქტები ოტო ჰანი, დაბ. თარიღი ...
ოტო ჰანი |
---|
გერმ. Otto Hahn |
|
დაბ. თარიღი |
8 მარტი, 1879(1879-03-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
---|
დაბ. ადგილი |
მაინის ფრანკფურტი, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია[9] |
---|
გარდ. თარიღი |
28 ივლისი, 1968(1968-07-28)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (89 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
გეტინგენი, ქვემო საქსონია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[9] |
---|
დასაფლავებულია |
გიოტინგენის სასაფლაო[10] [11] |
---|
მოქალაქეობა |
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გერმანიის იმპერია ვაიმარის რესპუბლიკა მესამე რაიხი |
---|
საქმიანობა |
ქიმიკოსი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი, არამხატვრული მწერალი, ბირთვული ფიზიკოსი და ავტობიოგრაფი |
---|
მუშაობის ადგილი |
ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, მაკგილის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი |
---|
ალმა-მატერი |
მარბურგის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
პროფესორი |
---|
მეუღლე |
Edith Junghans |
---|
შვილ(ებ)ი |
Hanno Hahn |
---|
ჯილდოები |
საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბერლინის საპატიო მოქალაქე, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, ფარადეის ლექციის პრიზი, ერნსტ რეიტერის მედალი, ალბერხტის ორდენი, ნობელის პრემია ქიმიაში[13] [14] , მაქს პლანკის მედალი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე, ჰარნაკის მედალი, ვილჰელმ ექსნერის მედალი[15] , ჰელმჰოლცის მედალი, Goethe Plaque of the City of Frankfurt, კოთენიუსის მედალი, ემილ ფიშერის მედალი, ფრეზენიუსის პრემია, ენრიკო ფერმის პრემია[16] , knight of the Royal House Order of Hohenzollern, General Honor Decoration, Grand Cross 1st class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] , Pro Ecclesia et Pontifice, ორდენი „დამსახურებისათვის“ და Paracelsus Prize[18] |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
იყო პოლიტიკური დოქტრინის, ნაციონალ-სოციალიზმის ოპონენტი. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა გერმანიის ბირთვული იარაღის პროგრამაზე. ოტო ჰანი 1946 წელს იყო გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტის „კაიზერ ვილჰემ საზოგადოების“ ბოლო პრეზიდენტი, ხოლო 1948 წლიდან 1960 წლამდე ოფიციალურად დამოუკიდებელი და არაკომერციული ორგანიზაციის, „მაქს პლანკის საზოგადოების“ დამფუძნებელი პრეზიდენტი. ომის შემდგომ პერიოდში, ბევრი მიიჩნევდა მას როგორც დასავლეთ გერმანიის ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ მოქალაქედ.