პაკისტანის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკისტანის გერბი — პაკისტანის სახელმწიფო ემბლემა. მიღებულია 1954 წელს და ეფუძნება პაკისტანის იდეოლოგიურ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმძღვანელო პრინციპებს.[2] მისი ოთხი მთავარი კომპონენტია: ნახევარმთვარე და ვარსკვლავი ფარის ზემოთ, რომელიც გარშემორტყმულია ჟასმინის ტოტებით და გრაგნილი ფარის ქვემოთ.[2] გერბის მწვანე ფერი ისლამის ტრადიციული სიმბოლოა. ფარზე გამოსახული ბამბა, ჩაი, ხორბალი და ჯუთი აჩვენებს ქვეყნის მთავარ აგროკულტურებს და წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის ძირითად ბაზას.[2] ჟასმინის ტოტები წარმოადგენს პაკისტანის ეროვნულ ყვავილს და ხაზს უსვამს მის კულტურულ მემკვიდრეობას.[2] გერბის დევიზი შესრულებულია ურდუზე (ایمان، اتحاد، نظم), რომელიც ითარგმნება, როგორც „რწმენა, ერთობა, დისციპლინა“.
სწრაფი ფაქტები პაკისტანის გერბი, ვერსიები ...
პაკისტანის გერბი | |
---|---|
ვერსიები | |
დეტალები | |
დამტკიცდა | 1954[1] |
საჩაფხუტე | ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. |
ფარი | დაყოფილია ოთხ ნაწილად: პირველი მეოთხედში გამოსახულია ბამბის ყლორტი თეთრ რომბში, მეორე მეოთხედში ჩაის ღერო, მესამეში შეკრული ხორბლის კონა, ხოლო მეოთხეში ოთხი აღმოცენებული ჯუთის ღერო. |
ფარმჭერები | ორი ჟასმინის ტოტი, მათ ბუნებრივ ფერებში |
დაფუძნება | მუქი მაწვანე ლენტი, პაკისტანის ეროვნული დევიზით ურდუზე. |
დევიზი | ایمان، اتحاد، نظم |
გამოყენება | ეროვნული გერბი |
დახურვა