პეტირ ბეილიში
From Wikipedia, the free encyclopedia
პეტირ ბეილიში (ინგლ. Petyr Baelish) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), ცენტრალური პერსონაჟია რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ირლანდიელმა მსახიობმა აიდან გილენმა.
ლორდ პეტირ ბეილიში ასევე ცნობილი როგორც „ნეკა“, პეტირი იყო მონეტების ოსტატი მეფე რობერტ ბარათეონისა და ჯოფრი ბარათეონის მცირე საბჭოში. მეფის საბიჯელში ფლობდა ბორდელებს საიდანაც შემოსულ სიმდიდრეს დაზვერვას ახარჯებდა რათა შეესწავლა თავისი კონკურენტები. ბეილიშის ჯაშუშური ქსელი მხოლოდ თავის მთავარ ვარისისას ჩამორჩებოდა, რომელიც მისი მთავარი კონკურენტი იყო. ძალაუფლებისკენ სწრაფვისას, მან მოაწყო უზარმაზარი კონფლიქტი ვესტეროსში მრავალი შეთქმულებისა და მკვლელობების გზით, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია ხუთი მეფის ომი, შედეგად ვესტეროსის მრავალი საგვარეულო განადგურდა.
პეტირი ჯონ არინის ქვრივზე, ლიზა არინზე, დაქორწინდა მოგვიანებით კი მან ის თავად მოკლა და გახდა ველის ლორდ-პროტეკტორი. მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ველის კანონიერ ლორდზე რობერტ არინზეც. რკინის ტახტზე ასვლის სურვილის განსახორცილებლად, ის მანიპულირებდა სანსა სტარკზე თუმცა მისი დანაშაულების გამოაშკარავების შემდეგ პეტირი სიკვდილით დასაჯეს.