რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2007
From Wikipedia, the free encyclopedia
რაგბის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა საფრანგეთში 2007 წლის 7-20 ოქტომბერს. ტურნირის ორგანიზების უფლება საფრანგეთს მიენიჭა 2003 წლის აპრილში რაგბის საერთაშორისო კავშირის სხდომაზე. საფრანგეთის განაცხადმა ინგლისის განაცხადს გაუსწრო საბჭოს წევრების კენჭისრყაში (18 - 3-ის წინააღმდეგ). ისევე, როგორც ევროპაში ადრე ჩატარებულ ჩემპიონატებში, მატჩების ნაწილი მასპინძელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდა, ამ შემთხვევაში შოტლანდიასა და უელსში.
სწრაფი ფაქტები
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2007 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ტურნირის ვადები | 7 სექტემბერი 2007 - 20 ოქტომბერი 2007 |
ადგილი | საფრანგეთი |
მონაწილე | 20 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | სამხრეთი აფრიკა |
მეორე ადგილი | ინგლისი |
მესამე ადგილი | არგენტინა |
ტურნირის სტატისტიკა | |
ჩატარებული მატჩები | 48 |
დასწრება | 2 263 223 (47 150 თამაშზე) |
ბომბარდირი(ები) | პერსი მონტგომერი (105 ქულა) |
ყველაზე მეტი ლელო | ბრაიან ჰაბანა (8 ლელო) |
დახურვა