რაგბის ჩემპიონატი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაგბის ჩემპიონატი (2011 წლამდე სამი ერის თასი) — ყოველწლიური გათამაშება, რომელსაც მართავს რაგბის კავშირი. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები. ტრადიციულად სამი ერის თასზე გუნდები თამაშობდნენ ორ-ორ თამაშს, ხოლო 2006 წლის ჩემპიონატზე, გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს სამი თამაში.
რაგბის ჩემპიონატი | |
---|---|
მიმდინარე ტურნირი: რაგბის ჩემპიონატი 2012 | |
რაგბის ჩემპიონატის ლოგო | |
სპორტის სახეობა | რაგბი |
პირველად ჩატარდა | 1996 (როგორც სამი ერის თასი) 2012 გაფართოებული ფორმატი |
მონაწილეთა რაოდენობა | 4 |
მონაწილე ქვეყნები | ავსტრალია არგენტინა ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
2012 წელს, ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა და დაემატა არგენტინის ეროვნული ნაკრებიც და ის ოთხ ერად ანუ რაგბის ჩემპიონატად გადაკეთდა.
პირველი ტურნირი ჩატარდა 1996 წელს და მოიგო ახალმა ზელანდიამ. სამი ერის თასი ახალ ზელანდიას მოგებული აქვს 8-ჯერ, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას 2-2 ჯერ.
ავსტრალია და ახალი ზელანდია სამი ერის თასის გარდა ყოველწლიურად ერთმანეთს ხვდებიან ბლედისლოუს თასის გათამაშებაში.