From Wikipedia, the free encyclopedia
რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (ნიდერლ. Rembrandt Harmenszoon van Rijn; დ. 15 ივლისი, 1606 — გ. 4 ოქტომბერი, 1669) — ნიდერლანდელი მხატვარი, ფერწერისა და გრავიურის ოსტატი. ჰოლანდიური ფერწერის ოქროს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად.
რემბრანდტი | |
---|---|
დაიბადა | 15 ივლისი, 1606[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ლეიდენი[9] [1] [10] [6] [11] [7] |
გარდაიცვალა | 4 ოქტომბერი, 1669[1] [2] [12] [4] [6] [7] [8] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ამსტერდამი[1] [6] [11] [7] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, რელიგიური ფერწერა, მითოლოგიური ფერწერა, საჟანრო ფერწერა[11] , ისტორიული ფერწერა[11] [7] , ავტოპორტრეტი, პეიზაჟი[11] [7] , პორტრეტი[11] [7] , tronie[11] , ნატურმორტი[11] , ვანიტასი[11] [7] , hunting still life[7] , mythological art[7] და winter landscape[7] |
დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში. რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით მოღვაწეობას. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა, რათა ჩასწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას.
63-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მის მიერ შექმნილი ნამუშევრების აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. რემბრანდტის სახატავი თემა ამოუწურავი იყო, თუმცა ძირითად აქცენტებს ის მაინც რელიგიურ თემაზე აკეთებდა. შემორჩენილია მისი უამრავი ავტოპორტრეტი. დახატული აქვს საკუთარი მეუღლის სასკია ვან ეილენბურგის რამდენიმე პორტრეტი, რომელთანაც მან 1634 წელს იქორწინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.