რუბენ დიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
რუბენ დუშ სანტუშ გატო ალვეშ დიასი (ˈʁubn ˈdiɐʃ; დ. 14 მაისი, 1997) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. მოიაზრება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად,[4][5][6] დიაში გამორჩეულია ფიზიკური ძალით, ლიდერული უნარებით, გადაცემებითა და მეორე სართულზე კარგი თამაშით.[7][8][9]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რუბენ დუშ სანტუშ გატო ალვეშ დიასი[1] | ||
დაბადების თარიღი | 14 მაისი, 1997 (1997-05-14) (27 წლის)[2] | ||
დაბადების ადგილი | ამადორა, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი[3] | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ სიტი | ||
ნომერი | 3 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2008 | ესტრელა და ამადორა | ||
2008–2015 | ბენფიკა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2015–2017 | ბენფიკა B | 55 | (0) |
2017–2020 | ბენფიკა | 91 | (9) |
2020– | მანჩესტერ სიტი | 117 | (3) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2013–2014 | პორტუგალია 17-წლ. | 18 | (0) |
2014–2016 | პორტუგალია 19-წლ. | 21 | (2) |
2016–2017 | პორტუგალია 20-წლ. | 15 | (0) |
2017 | პორტუგალია 21-წლ. | 4 | (0) |
2018– | პორტუგალია | 54 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 მარტი, 2024 |
დიაშის აღმასვლა „ბენფიკას“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 2015 წელს შეუერთდა „ბენფიკას“ სარეზერვო გუნდს. 2017 წელს დიაში „ბენფიკას“ ძირითადი გუნდის წევრი ხდება. რუბენმა 2017/18 წლების სეზონში პორტუგალიის პრიმერა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მოიპოვა. შემდეგ სეზონში დიაში დაეხმარა გუნდს 2019/19 წლების სეზონის პორტუგალიის პრემიერა ლიგის მოგებაში. 2019/20 წლების სეზონში დაეხმარა გუნდს პორტუგალიის სუპერთასის მოგებაში და დასახელდა პრიმერა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდის წევრად. ამ დროის მანძილზე მან გუნდის რიგებში 100 შეხვედრა ჩაატარა. 2020 წლის სექტემბერში €68 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“. დიაშმა პირველ სეზონში გუნდთან ერთად მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი, ამასთანავე დაეხმარა გუნდს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში. ამ სეზონში დასახელდა მანჩესტერ სიტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მცველად.
დიაში კარიერის სხვადასხვა მონაკვეთში თამაშობდა პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებეში, წარადგენდა ქვეყანას 16, 17, 19, 20 და 21 წლამდელთა საფეხურზე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2018 წელს შედგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, რის შემდეგაც იასპარეზა 2019 წლის უეფა-ს ერთა ლიგაზე და 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. 2019 წელს დასახელდა ერთა ლიგის ტურნირის საუკეთესო გუნდის წევრად და ტურნირის ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ.