სამეგრელო
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
სამეგრელო სამარგალო | |
---|---|
დადიანების სასახლე | |
კუთხის ცენტრი | ზუგდიდი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი |
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | 8 |
მოსახლეობის რაოდენობა | 7093 |
ფართობი | 278 447 (2014) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე | 39,25 |
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელოს ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:
„კოდორიდან მოკიდებული რიონამდე კოლხეთის ანუ დღეს სამეგრელოდ წოდებული ქვეყნის აღწერილობა...“ | |
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და დაყოფილია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტებად.