საჭადრაკო ოლიმპიადა 1984
From Wikipedia, the free encyclopedia
18 ნოემბერი - 5 დეკემბერი 1984 სალონიკი, საბერძნეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1984}} |
სალონიკში 87 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა, რომელთა შორის არ იყვნენ არც ანატოლი კარპოვი, და არც გარი კასპაროვი, ბრწყინვალე სტარტი აიღეს. პირველ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი, 12, დააგროვეს. მართალია პირველ ორ ტურში მეტოქეები, როგორც შვეიცარიულ სისტემას სჩვევია, სუსტები (მალაიზია და კოლუმბია) იყვნენ და მათთან 4-4 ქულის აღება არავის გაკვირვებია, მაგრამ მესამე ტურში უნგრელთა 4-0 განადგურება უკვე სერიოზული განაცხადი იყო. სამი ტურის შემდეგ სხვაობა მდევართან ორ ქულას შეადგენდა. ექვსი ტურის შემდეგ - სამს, ხოლო მერვე ტურის შემდეგ - ოთხს. დარჩენილ ექვს ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა ეს სხვაობა შეინარჩუნეს და მეთოთხმეტედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.
სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და განსაკუთრებით მესამე ადგილისათვის. ამ ბრძოლაში ტონს ინგლისელები იძლეოდნენ, რომელთა ახალგაზრდულ გუნდში პირველად გამოჩნდა ნაიჯელ შორტი. ინგლისელებს დიდხანს წარმატებით ებრძოდნენ ამერიკელები, რომელთა პირველ დაფაზე თბილისელი მოჭადრაკე, რომან ჯინჯიხაშვილი თამაშობდა. მეცხრე ტურში სწორედ ჯინჯიხაშვილის გამარჯვებამ ალექსანდრე ბელიავსკისთან, მოუტანა გამარჯვება ამერიკის ნაკრებს საბჭოთა გუნდთან. თერთმეტი ტურის შემდეგ ამერიკელები ქულანახევრით უსწრებდნენ ინგლისელებს და თითქოს მეორე ადგილიც შორს აღარ იყო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ინგლისელებმა 10 ქულა აიღეს, რასაც ამერიკელებმა 6,5 ქულით უპასუხეს. ის კი არა ამერიკელები მესამე ადგილსაც დაკარგავდნენ უნგრელებს ბოლო ტურში კუბელები რომ დაემარცხებინათ.
სხვა გუნდებიდან აღსანიშნავია რუმინელების (მეხუთე ადგილი) და ფრანგების (მეშვიდე ადგილი) კარგი თამაში. ფრანგებს ამაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ბორის სპასკიც დაეხმარა, რომელიც პირველ დაფაზე თამაშობდა და რვა ქულით (14-დან) შეეწია თავის ახალ გუნდს.