საჭადრაკო ოლიმპიადა 2004
From Wikipedia, the free encyclopedia
საჭადრაკო ოლიმპიადა 2004 — ტურნირი მიმდინარეობდა 2004 წლის 14 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე, კალვიაში, ესპანეთში. დასრულდა უკრაინელთა გამარჯვებით. უკრაინელებმა 10 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ოთხ შეხვედრაში დასჯერდნენ ფრეს. დნეპრისპირელებმა პირველ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი (12) აიღეს და არც მერე დაუგდიათ ტემპი. მეოთხე ტურში მათ რუსები დაამარცხეს. უკრაინელთათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მეცხრე და მეათე ტურები. აქ მათ ორივე მატჩი ფრედ დაამთვრეს სომხებთან და ამერიკელებთან და ფაქტობრივად გაინაღდეს ჩემპიონობა. რუსებმა მხოლოდ ბუჰგოლცის კოეფიციენტების წყალობით აჯობეს სომხებს. მეოთხენი ამერიკელები იყვნენ. სუსტად გამოვიდნენ ქართველები. კარგი სტარტის (11 ქულა 4 ტურში) შემდეგ მოულოდნელი დამარცხება ესპანელებთან, ფრანგებთან და სრული ფიასკო ბოლო ტურში სომხებთან (0,5-3,5). ბოლო ტურში ქართველებს ერთბაშად 13-მა (!) გუნდმა გაასწრო. ქართველებს სანუგეშოდ ისღა დარჩათ, რომ საუკეთესო პერფორმანსისათვის და მეოთხე დაფაზე გამარჯვებისათვის ორი მცირე ოქროს მედალი მიიღო ბაადურ ჯობავამ.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 2004}} |