სვანები
From Wikipedia, the free encyclopedia
სვანები — ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (კოდორის ხეობა, დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სვანები შვანარ | |
---|---|
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
საქართველო | ~ 80 ათასი |
ენები | სვანური ენა, ქართული ენა |
რელიგიები | ქრისტიანობა |
დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს
„კავკასიის მთებში სვანები ქრისტიანის სახელს პატივს სცემენ, მაგრამ რადგან მღვდლები არ ყავთ, ამიტომ არ ინათლებიან.
აფხაზები, სვანები, ამორძალები... რადგან ურწმუნონი არიან, ერთმანეთსა მტრობენ.“ | |