სიამაყე და მცდარი აზრი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიამაყე და მცდარი აზრი — ჯეინ ოსტინის რომანტიკული რომანი , რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1813 წელს. ამბავი ვითარდება გმირი, ელიზაბეთ ბენეტის გარშემო, რომელიც დაინახავს ნაჩქარევი შთაბეჭდილებების უარყოფით მხარეს და დააფასებს განსხვავებას ზედაპირულობასა და არსებითობას შორის. კომედია ვითარდება მანერების, განათლების, ქორწინების და ფულის ბრიტანული ე.წ რეგენსის პერიოდში.
„სიამაყე და მცდარი აზრი“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯეინ ოსტინი |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | კლასიკური ნოველა |
გამომცემელი | T. Egerton, Whitehall |
გამოცემის თარიღი | 1813 წლის 28 იანვარი |
oclc | 38659585 |
წინამორბედი | გრძნობა და მგრძნობელობა |
მომდევნო | მენსფილდ-პარკი |
მისტერ ბენეტს ლონგბორნიდან ხუთი ქალიშვილი ჰყავს , რაც იმას ნიშნავს , რომ ვერ ერთი მათგანი ვერ დაიმკვიდრებს თავს მამისეულ მამულში. არც მის ცოლს აქვს ქონება , ამიტომაც გოგონებიდან ერთი მაინც უნდა გათხოვდეს შეძლებულ ჯენტლმენზე , რათა მათი ცხოვრება სიძის სიკვდილამდე მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ჯეინ ოსტინი ნოველას იწყებს ფრაზით : ""საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა,რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს." , რაც სავსეა ირონიით. ნოველა გვიჩვენებს ქორწინებისას სიყვარულის აუცილებლობას , რომელიც ფულზე არ უნდა იყოს დამყარებული და არც საზოგადოებისთვის სიამოვნებაზე.
სიამაყე და მცდარი აზრი ჩნდება ისეთი სიების სათავეებში , როგორიცაა "მკითხველის ყველაზე მეტად საყვარელი წიგნი " როგორც ლიტერატურულ კრიტიკაში , ასევე საზოგადოებაში. ნოველა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინგლისურ ლიტერატურაში , გაყიდულია 20 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და ახლაც ახდენს გავლენას თანამედროვე მწერლობაზე . ნაწარმოების მიხედვით შექმნილია , როგორც სიქველები , წიგნები , გაგრძელებები , ასევე სერიალები და ფილმები . მათ შორისაა : სიამაყე და ცრურწმენა (2005 წლის ფილმი) , რომელშიც კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფადიენი მონაწილეობენ. ასევე BBC ის 1995 წლის სატელევიზიო სერიალი ამავე სახელწოდებით , რომელიც 6 სერიისგან შედგება.