სინოპი
From Wikipedia, the free encyclopedia
სინოპი (თურქ. Sinop) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, სინოპის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თურქეთის შავი ზღვის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. მოსახლეობა 38 571 ადამიანი. ქალაქს გააჩნია ნავსადგური შავი ზღვის სინოპის ყურის ნაპირზე; განვითარებულია კვებისა და ხე-ტყის სახერხი მრეწველობა, სელის ქსოვილების ხელოვნური წარმოება, თევზჭერა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
სინოპი Sinop | |
სინოპი | |
ქვეყანა | თურქეთი |
რეგიონი | შავი ზღვის რეგიონიშავი ზღვის რეგიონი |
პროვინცია | სინოპის პროვინცია |
კოორდინატები | 42°01′36″ ჩ. გ. 35°09′04″ ა. გ. |
მმართველი | ბარიშ აიჰანი |
დაარსდა | ძვ. წ. VIII საუკუნე |
ადრეული სახელები | სინოპე |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 38 571 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 130 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+90) 368 |
საფოსტო ინდექსი | 57XXX |
საავტომობილო კოდი | 57 |
ოფიციალური საიტი | sinop.bel.tr |
დახურვა
სინოპის ციხე ისტორიული და ტურისტული თვალსაზრისით ქალაქის ყველაზე საინტერესო ადგილია. თურქეთის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი ინჯეს კონცხი, სინოპის პროვინციაშია.