სომეხი ფიდაები
From Wikipedia, the free encyclopedia
სომეხი ფიდაები (დასავლეთსომხური Ֆէտայի Fedayi; აღმოსავლეთსომხური Ֆիդայի Fidayi) ასევე ცნობილი როგორც სომხური არარეგულარული შენაერთები ან სომხური მილიცია — აბდულჰამიდ II-ის მმართველობის დროს, გვიან XIX საუკუნეში და ადრეულ XX საუკუნეში, ოსმალი ჰამიდიების (კავალერიის ქვედანაყოფი) და ქურთების მიერ განხორციელებული ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, სომხური სოფლების თავდასზმებისგან დასაცავად შექმნილი არარეგულარული სამხედრო დანაყოფები. ამ დანაყოფების საბოლოო მიზანი იყო ავტონომიის მოპოვება (არმენაკანები) ან სრული დამოუკიდებლობა (დაშნაკცუთიუნი, ჰუნჩაკები).
სომეხი ფიდაები | |
---|---|
სომხ. Ֆէտայի | |
ეთნიკური კუთვნილება: | სომხები |
ლიდერები: |
1893-მდე არაბო 1893–1899 აღბიურ სერობი 1899–1904 ანდრანიკ ოზანიანი 1904–1907 კევორკ ჩავუში |
შექმნის თარიღი: | 1880-იანები |
დაშლის თარიღი: | 1920-იანები |
წევრების რაოდენობა: | 40000 |
კონფლიქტებში მონაწილეობა: |
სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სპარსეთის კონსტიტუციური რევოლუცია სომხების წინააღმდეგობა სომეხთა გენოციდის დროს |
მოძრაობის ზოგიერთი წამყვანი ფიგურა დაშნაკცუთიუნის თანხმობით ასევე მონაწილეობდა იგივე პერიოდში მომხდარ სპარსეთის კონსტიტუციურ რევოლუციაში.
სომხური ტერმინი „ფედაი“ მომდინარეობს არაბული ფედაინებიდან: არაბ. فِدائيّين, რაც ითარგმნება როგორც „შეწირულები“.[1][2]