სომხები საქართველოში
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხები საქართველოში 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის (3 713 804) დაახლოებით 4,5 %-ს, ანუ 168 102 ადამიანს შეადგენდნენ. სხვადასხვა ოდენობით ცხოვრობენ ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით მრავლად არიან თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.