სომხეთის სამხედრო ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის სამხედრო ისტორია მოიცავს სომხეთის მთიანეთში მიმდინარე მოვლენებს ელინისტურ სახელმწიფოებს შორის, მოგივანებით დასავლეთით ბიზანტიის იმპერიასა და აღმოსავლეთით სპარსეთის იმპერიას შორის, სომხურ სამხედრო გამოგონებებსა და სომხეთის მოქმედებებს საზღვარგარეთ. სომხეთის სამეფოს სპარსეთისგან, შემდეგ რომისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის მრავალი ბრძოლა დასჭირდა. VII საუკუნეში არაბთა დაპყრობების დროს XV საუკუნის ბოლომდე სომხეთი მეტწილად სხვა იმპერიების დაქვემდებარებაში შედიოდა, მათ შორის: არაბთა ხალიფატის, სელჩუკთა იმპერიის, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, თემურიდების იმპერიის, აყ-ყოიუნლუსა და ყარა-ყოიუნლუს და სხვათა შემადგენლობაში. შიგადაშიგ სომხეთი დიდ სამხედრო წარმატებებსაც აღწევდა, როგორც ბაგრატიდების მმართველობის დროს, რომელთა სამეფოც სომხეთის მთიანეთში, კილიკიის სომეხთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
XVI საუკუნიდან აღმოსავლეთ სომხეთი სეფიანთა ირანის, შემდეგ კი აფშარიდების იმპერიისა და ყაზართა იმპერიის დაქვემდებარებაში შევიდა. XVI საუკუნეში, ზუჰაბის ხელშეკრულებით (1639) დასავლეთ სომხეთი ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების ქვეშ აღმოჩნდა. XVI-XVII საუკუნეებში ოსმალეთსა და სპარსეთს შორის ომების დროს დაპირისპირებული მხარეები სომხეთის სხვადასხვა ნაწილზე ცდილობდნენ გავლენის გავრცელებას. საუკუნეების მანძილზე ოსმალეთისა და სპარსეთის ჯარებში უამრავი სომეხი იბრძოდა.
1828 წელს დამარცხების შემდეგ ყაჯართა სპარსეთი იძულებულიო გახდა აღმოსავლეთ სომხეთი რუსეთის იმპერიისთვის გადაეცა. 1828 წლის შემდეგ ისტორიული სომხეთი ორ იმპერიის, ოსმალთა იმპერიისა და რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში შედიოდა. სომეხთა გენოციდის დროს თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ უამრავმა სომეხმა შეიარაღებული წინააღმდეგობა წამოიწყო.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მეზობელ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მტრული დამოკიდებულების მიზეზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გახდა.