ტელე სანტანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტელე სანტანა და სილვა (პორტ. Telê Santana da Silva; დ. 26 ივლისი, 1931, იტაბირიტუ, მინას-ჟერაისი, ბრაზილია — გ. 21 აპრილი, 2006, ბელუ-ორიზონტი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.[2] თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატებზე. ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც საფეხბურთო თვალსაზრისით ბრაზილიის ოთხივე წამყვანი შტატის — სან-პაულუს, მინას-ჟერაისის, რიუ-გრანდი-დუ-სულის და რიო-დე-ჟანეიროს ჩემპიონატები აქვს მოგებული. ბრაზილიური სპორტული პრესის შეფასებით, ბრაზილიაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტადაა მიჩნეული.[3][4][5][6]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ტელე სანტანა და სილვა [1] | ||
დაბადების თარიღი | 26 ივლისი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
იტაბირიტუ, მინას-ჟერაისი, ბრაზილია | ||
გარდაცვალების თარიღი | 21 აპრილი, 2006 (74 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ბელუ-ორიზონტი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1947 | ბოტაფოგო | ||
1948 | იტაბირენსე | ||
1949–1950 | ამერიკა | ||
1950–1951 | ფლუმინენსე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1951–1960 | ფლუმინენსე | 557 | (162) |
1960–1962 | გუარანი | ||
1962 | მადურეირა | ||
1962–1963 | ვასკო და გამა | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1969–1970 | ფლუმინენსე | ||
1970–1972 | ატლეტიკო მინეირო | ||
1973 | სან-პაულუ | ||
1973–1975 | ატლეტიკო მინეირო | ||
1976 | ბოტაფოგო | ||
1976–1978 | გრემიო | ||
1979–1980 | პალმეირასი | ||
1980–1982 | ბრაზილია | ||
1983–1985 | ალ-აჰლი | ||
1985–1986 | ბრაზილია | ||
1987–1988 | ატლეტიკო მინეირო | ||
1988–1989 | ფლამენგო | ||
1989 | ფლუმინენსე | ||
1990 | პალმეირასი | ||
1990–1996 | სან-პაულუ | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |