ტოლენსის რეაგენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოლენსის რეაგენტი — ქიმიური რეაგენტი, რომლის საშუალებით ხდება ალდეჰიდების, ალფა-ჰიდროქსი კეტონების და არომატული ალდეჰიდების ფუნქციონალური ჯგუფების აღმოჩენა. მისი ფორმულაა [Ag(NH3)2]ОН. ამ რეაგენტის ხსნარი შედგება ამიაკში გახსნილი ვერცხლის ოქსიდისაგან. რეაგენტს სახელი ეწოდა გერმანელი ქიმიკოსის ბერნჰარდ ტოლენსის საპატივცემულოდ, რომელმაც აღმოაჩინა ეს რეაგენტი[1]. მაგალითისათვის, როდესაც ტოლენსის რეაგენტი რეაქციაში შედის ალდეჰიდთან, ალდეჰიდი დაიჟანგება მის შესაბამის კარბონმჟავამდე, ხოლო მეტალური ვერცხლი დაილექება არა სინჯარის ფსკერზე, არამედ სინჯარის კედელს გადაეკრება თხელ ფენად. ამიტომაც ამ რეაქციას ასევე ვერცხლის სარკის რეაქციასაც უწოდებენ.