ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ (ინგლ. Tottenham Hotspur Football Club; გამოითქმის ([ˈtɒt:nəm])) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლონდონიდან. დაარსდა 1882 წელს, როგორც საფეხბურთო კლუბი „ჰოტსპური“. საშინაო მატჩებს ატარებს „უაით ჰართ ლეინზე“.
სრული სახელი | Tottenham Hotspur Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | დეზები | |||
დაარსდა | 1886 | |||
სტადიონი |
უემბლი ლონდონი, ინგლისი (ტევადობა: 90,000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | დენიელ ლევი | |||
მწვრთნელი | ანტონიო კონტე | |||
კაპიტანი | უგო ლორისი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2018-19 | მე-4 ადგილი | |||
|
„ტოტენჰემი“ არის პირველი ბრიტანული კლუბი, რომელმაც გაიმარჯვა ევროტურნირზე. 1963 წელს, ბილ ნიკოლსონის თაოსნობით („ტოტენჰემის“ ფეხბურთელი (1938-1955), შემდეგ მწვრთნელი (1958-1974).) თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა მადრიდის „ატლეტიკო“, ანგარიშით 5-1. 1972 წელს, უეფა-ს თასის ნახევარფინალში იტალიური „მილანის“ გამოთიშვის შემდეგ, „ტოტენჰემი“ ფინალში ადგილობრივ „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდა და „ვულვზის“ მოედანზევე გაიფორმა გამარჯვება, მარტინ ჩივერსის დუბლით, „ტოტენჰემმა“ უეფა-ს თასის მოგება 1984 წელსაც შეძლო, კეიტ ბურკინშოუს თავკაცობით.