ტრენტო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრენტო (იტალ. Trento; გერმ. Trient) — ქალაქი იტალიაში, მდინარე ადიჯეს ხეობაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონის დედაქალაქი. XVI საუკუნეში აქ მდებარეობდა ტრიდენის საბჭო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრენტო Trento | |||||
ტრენტოს პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ტრენტინო-ალტო-ადიჯეტრენტინო-ალტო-ადიჯე | ||||
კოორდინატები | 46°04′00″ ჩ. გ. 11°07′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Alessandro Andreatta | ||||
ფართობი | 157,9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 190 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 115 243 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 729,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0461 | ||||
საფოსტო ინდექსი | 38121-38123 | ||||
საავტომობილო კოდი | TN | ||||
ოფიციალური საიტი | comune.trento.it | ||||
ტრენტო რეგიონის და ზოგადად ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ფინანსური და პოლიტიკური ცენტრია. ტრენტოს უნივერსიტეტი იტალიის პირველ 30 კოლეჯს შორის შედის.[1] ქალაქს აქვს შუა საუკუნეებისა და რენესანსული თავლწარმტაცი ისტორიული ცენტრი, სადაც განლაგებული მრავალი ძველი შენობა, მაგალითად ტრენტოს კათედრალი და ბუონკონსილოს ციხესიმაგრე.
თანამედროვე ტრენტო კოსმოპოლიტური ქალაქია, მაღალგანვითარებული სოციალური სერვისებით. მას ხშირად ასახელებენ მოწინავე პოზიციებზე იტალიის ყველაზე მაღალი ხარსიხის ცხოვრების 103 ქალაქს შორის.[2] ამავე დროს ტრენტო და მისი პროვინცია იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და აყვავებულია.[3]