უმეო
From Wikipedia, the free encyclopedia
უმეო (შვედ. Umeå) — ქალაქი ჩრდილოეთ შვედეთში. უმეოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ვესტრებოტენის ლენის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე უმეელვენზე. მდებარეობს სტოკჰოლმიდან 600 კმ-ით ჩრდილოეთით და პოლარული წრიდან 400 კმ-ით სამხრეთით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
უმეო Umeå | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 63°49′30″ ჩ. გ. 20°15′50″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1622 | ||
პირველი ხსენება | 1314 | ||
ფართობი | 34,15 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 12 მეტრი | ||
მოსახლეობა | 79 594 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 2 331 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 090 | ||
საფოსტო ინდექსი | 90X XX | ||
ოფიციალური საიტი | umea.se | ||
უმეო ნორლანდის რეგიონის უდიდესი და შვედეთის სიდიდით მე-12 ქალაქია, 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 79 594 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 115 229-ს. 1965 წელს ქალაქში უნივერსიტეტი დაარსდა და ამ მომენტიდან მოსახლეობამ სწრაფი ზრდა იწყო, 30 წელში იგი გაორმაგდა. 2011 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად შენდება 700 - 8000 ახალი აპარტამენტი.
უმეო შვედეთის საგანმანათლებლო, ტექნიკური და სამედიცინო კვლევების ცენტრია, ორი უნივერსიტეტითა და 30 000 სტუდენტით. 2014 წლისთვის არჩეულია ევროპის კულტურულ დედაქალაქად.
პირველ წერილობით წყაროებში უმეო XIV საუკუნეშია მოხსენიებული.