ფერდინანდ ბიუისონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ ედუარდ ბიუისონი (დ. 20 დეკემბერი, 1841 - გ. 16 თებერვალი, 1932 ) — ფრანგი აკადემიკოსი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი, საგანმანათლებლო ბიუროკრატი, პაციფისტი და რადიკალ-სოციალისტი (მემარცხენე ლიბერალი) პოლიტიკოსი. იგი ხელმძღვანელობდა განათლების ლიგას 1902 წლიდან 1906 წლამდე და ადამიანის უფლებათა ლიგას (LDH) 1914 წლიდან 1926 წლამდე. 1927 წელს ლუდვიგ კვიდესთან ერთად მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. იგი იყო დაწყებითი განათლების დირექტორი და თავისუფლად მოაზროვნეთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. 1905 წელს ის თავმჯდომარეობდა საპარლამენტო კომიტეტს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის განსახორციელებლად. საყოველთაო განათლებისთვის ცნობილ ბრძოლაში იყო ჩართული განათლების ლიგის საშუალებით. მან დაამკვიდრა ტერმინი ლაისიტე (laïcité, „სეკულარიზმი“).
ფერდინანდ ბიუისონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 დეკემბერი, 1841(1841-12-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | former 1st arrondissement of Paris |
გარდაცვალების თარიღი | 16 თებერვალი, 1932(1932-02-16)[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] (90 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Thieuloy-Saint-Antoine[11] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
განათლება | კონდორსეს ლიცეუმი და პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი[12] [13] |
სამეცნიერო ხარისხი | agrégation de philosophie და ფილოსოფიის დოქტორი[12] |
მამა | Pierre Buisson |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[14] [15] , საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი და Marcelin Guérin Prize |