ფილადელფია სიქსერსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილადელფია სევენთი სიქსერსი (სიქსერსი) (ინგლ. Philadelphia 76ers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. სიქსერსი თამაშობს ატლანტიკის დივიზიონში და არის წევრი აღმოსავლეთ კონფერენციის. გუნდის ბაზა მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. თავდაპირველად გუნდი ცნობილი იყო სირაკუს ნეიშენალსით, თუმცა შემდგომ გუნდი გადაბარგდა ფილადელფიაში და სახელიც შეიცვალა.
ფილადელფია სიქსერსი Philadelphia 76ers | |||
---|---|---|---|
ფილადელფია სიქსერსი სეზონი 2012-13 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | ატლანტიკის | ||
დაარსდა | 1946 NBA შეუერთდა 1949-ში. | ||
ისტორია | სირაკუს ნეიშენალსი 1946–1963 ფილადელფია სიქსერსი 1963–დღემდე | ||
არენა | Wells Fargo Center | ||
ქალაქი | ფილადელფია, პენსილვანია | ||
გუნდის ფერები | წითელი, ლურჯი, თეთრი , , | ||
მფლობელ(ებ)ი | ჯოშუა ჰარისი, ადამ არონი, დევიდ ბლიცერი, ჯეისონ ლევიენი, არტ რუბელი, უილ სმითი | ||
გენერალური მენეჯერი | როდ თორნი | ||
მთავარი მწვრთნელი | დაგ კოლინსი | ||
D-ლიგის კლუბი | Maine Red Claws | ||
ჩემპიონები | 3 (1955, 1967, 1983) | ||
კონფერენციის ტიტულები | 11 (1949–50, 1951–52, 1954–55, 1965–66, 1966–67, 1967–68, 1976–77, 1979–80, 1981–82, 1982–83, 2000–01) | ||
დივიზიონის ტიტულები | 5 (1976–77, 1977–78, 1982–83, 1989–90, 2000–01) | ||
გაუქმებული ნომრები | 8 (2, 6, 10, 13, 15, 24, 32, 34 | ||
ოფიციალური საიტი | sixers.com | ||
|
სექსერსი მდიდარია ისტორიით, რომელშიც ასევე შედის ისეთი სახელები როგორებიც არიან: უილთ ჩემბერლენი, იულიუს ირვინგი, მოსის მელოუნი, ჩარლზ ბერკლი და ალან აივერსონი, რომლებმაც თავის დროზე ფილადელფიის მაისურით არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. გუნდს მოგებული აქვს 3 NBA ჩემპიონის ტიტული, რომელთა შორის პირველი არის 1955 წელს, როდესაც გუნდს ჯერ კიდევ სირაკუს ნეიშენალსი ერქვა. მეორედ გუნდმა NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო 1966-67 წლების სეზონში, როდესაც გუნდს უკვე ლიდერად ჩემბერლენი ჰყავდა. ხოლო მესამე ტიტული ირვინგი და მელოუნის დუეტმა მოუტანა გუნდს. სიქსერსი მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ იყო ფინალში - 2001 წელს, როდესაც გუნდს უკვე ალენ აივერსონი ლიდერობდა, თუმცა სიქსერსი სუპერ ფინალში დამარცხებული იქნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ სერიებში 4-1.