ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III (რუს. Форт № 5 — Король Фридрих Вильгельм III; გერმ. Friedrich Wilhelm III) — სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობა კალინინგრადში, რომელიც იცავდა პილაუს გზას. მიეკუთვნება კენიგსბერგის საფორტიფიკაციო ნაგებობების რკალს. სახელი ეწოდა პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ქვეყანას მართავდა ნაპოლეონთან ომების პერიოდში.
სწრაფი ფაქტები ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III, კოორდინატები ...
ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III Форт № 5 — Король Фридрих Вильгельм III | |
---|---|
კოორდინატები | 54.752619° ჩ. გ. 20.443108° ა. გ. / 54.752619; 20.443108 |
მდებარეობა | კალინინგრადი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 1870 |
დასრულების თარიღი | 1890 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910205000 |
დახურვა
1945 წლის აპრილის დასაწყისში აიღეს საბჭოთა ძალებმა, გერმანულმა ძალებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს, ხოლო თავად ფორტი ძლიერ დაანგრიეს. 1979 წლიდან აქვს დიდი სამამულო ომის ისტორიის მუზეუმის სტატუსი. 2010 წლიდან გახსნილია ტურისტებისთვის. არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.