ფრიერის ხელოვნების გალერეა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიერის ხელოვნების გალერეა — ხელოვნების მუზეუმი ვაშინგტონში. არის სმითსონის ინსტიტუტის მუზეუმი, რომელიც ორიენტირებულია აზიურ ხელოვნებაზე. ფრიერი და არტურ მ. საკლერის გალერეა ერთად ქმნის სმითსონის შეერთებული შტატების აზიური ხელოვნების ეროვნულ მუზეუმებს. ფრიერისა და საქლერის გალერეები ინახავს უმსხვილეს აზიური ხელოვნების სამეცნიერო ბიბლიოთეკას ქვეყანაში და შეიცავს ხელოვნებას აღმოსავლეთ აზიიდან, სამხრეთ აზიიდან, სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიიდან, ისლამური სამყაროდან, ძველი ახლო აღმოსავლეთიდან და ძველი ეგვიპტედან, აქ ასევე დაცულია ამერიკული ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექცია.
ფრიერის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. Freer Gallery of Art and Arthur M. Sackler Gallery[1] | |
38°53′17″ ჩ. გ. 77°01′38″ დ. გ. | |
დაარსდა | 1923 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ვაშინგტონი[2] |
კლასიფიკაცია | ხელოვნების მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | https://asia.si.edu/ |
გალერეა მდებარეობს ვაშინგტონში, ნაციონალური ცენტრის სამხრეთ მხარეს, საკლერის გალერეის მიმდებარედ. მუზეუმი ღიაა წელიწადში 364 დღე (იხურება შობას) და მას მართავს საკლერის გალერეის პერსონალი. ორივე გალერეა მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ხელოვნების მუზეუმია .
ფრიერში განთავსებულია 26000 -ზე მეტი ობიექტი, რომლებიც თარიღდება ნეოლითის ხანიდან, თანამედროვე ეპოქამდე. კოლექციებში შედის ძველი ეგვიპტური ქვის ქანდაკება და ხის ნივთები, უძველესი ახლო აღმოსავლეთის კერამიკა და ლითონის ნაწარმი, ჩინური ნახატები და კერამიკა, კორეული ჭურჭელი და ფაიფური, იაპონური დასაკეცი ეკრანები, სპარსული ხელნაწერები და ბუდისტური ქანდაკება. აზიური ხელოვნების გარდა, ფრიერში ასევე დაცულია ცნობილი ჰარმონიას ლურჯსა და ოქროში: ფარშევანგის ოთახი (უფრო ცნობილია როგორც ფარშევანგის ოთახი ) რომელიც დახატულია, ამერიკელი მხატვრის, ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერის მიერ. ნახატი ფრიერის ამერიკული ხელოვნების კოლექციის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.
მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს უფასო ტურებს და საზოგადოებას წარუდგენს ფილმებს, ლექციებს, სიმპოზიუმებს, კონცერტებს, წარმოდგენებს და დისკუსიებს. ფრიერის, ისევე როგორც საკლერის გალერეების კოლექციების 11,000 -ზე მეტი ობიექტის დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.[3] ფრიერი ასევე გამოჩნდა Google Art Project– ში, რომელიც ონლაინ მაყურებელს სთავაზობს ფრიერის ნივთების ახლო ხედებს.[4]