შარლ პერო
ფრანგი პოეტი, კრიტიკოსი, მოღვაწე / From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ პერო (ფრანგ. Charles Perrault; დ. 12 იანვარი, 1628, პარიზი, საფრანგეთი —გ. 16 მაისი, 1703, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, კრიტიკოსი, მეზღაპრე. საფრანგეთის აკადემიის წევრი 1671 წლიდან. ეკუთვნის პოემები, დიალოგები, სატირა ლექსად. მსოფლიო სახელი მოუხვეჭა ზღაპრების კრებულმა „დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები“ (1697), რომელშიც შევიდა კარგად ცნობილი „წითელქუდა“, „ლურჯწვერა“, „ჩექმებიანი კატა“, „ცეროდენა“ და სხვა. ამ ზღაპრების სიუჟეტები თითქმის მოარული გახდა; დაიწერა არაერთი მუსიკალური ნაწარმოები, ითარგმნა მრავალ ენაზე. პეროს ზღაპრებმა ხელიშეუწყო ფრანგული ლიტერატურის დემოკრატიზაციას, ამ ჟანრის შემდგომ განვითარებას არა მარტო ფრანგულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში.
სწრაფი ფაქტები შარლ პერო, დაბადების თარიღი ...
შარლ პერო | |
---|---|
ფრანგ. Charles Perrault | |
დაბადების თარიღი | 12 იანვარი, 1628(1628-01-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[14] |
გარდაცვალების თარიღი | 16 მაისი, 1703(1703-05-16)[15] [1] [3] [6] [4] [7] [8] [10] [11] [12] [13] (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[14] [16] |
საქმიანობა | მწერალი[12] [17] , პოეტი, პოეტი ადვოკატი, collector of fairy tales, კრიტიკოსი, საბავშვო მწერალი და ხელოვნების თეორიტიკოსი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთის სამეფო[18] |
ალმა-მატერი | სენტ-ლუის ლიცეუმი, ბუვეს კოლეჯი, ორლეანის ძველი უნივერსიტეტი და ორლეანის უნივერსიტეტი |
ჟანრი | ზღაპარი და Q113835463? |
Magnum opus | The Tales of my Mother Goose და Q110997625? |
მეუღლე | Marie Guichon[19] |
დახურვა