წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგი (პორტ. Arquipélago de São Pedro e São Paulo) – არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, შედგება 15 პატარა კუნძულისა და კლდისგან.[1] იგი მდებარეობს ეკვატორულ ზოლზე, ძლიერი შტორმების რეგიონში. ეკუთვნის ბრაზილიას, რომლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტორუსიდან დაშორებულია დაახლოებით 940 კილომეტრით, ფერნანდუ-დი-ნორონიას არქიპელაგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით — 625 კილომეტრით და ქალაქ ნატალიდან 990 კილომეტრით.
1986 წელს არქიპელაგს მიენიჭა დაცული ტერიტორიის სტატუსი.[2]. 1998 წლიდან ბრაზილიის საზღვაო ძალები მხარს უჭერს კუნძულებზე მიმდინარე მუდმივ კვლევებს.[3] კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადი ეკონომიკური აქტივობა არის თინუსის რეწვა.