ჭენჭოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭენჭოუ (გამარტივებული ჩინური: 郑州; ტრადიციული ჩინური: 鄭州, ფინინი: Zhèngzhōu) — ხენანის პროვინციის დედაქალაქი და ცენტრალური ჩინეთის უდიდესი ქალაქი.[3] ის მდებარეობს ხენანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში და შედის ჩინეთის ეროვნული ცენტრალური ქალაქების სიაში. [4] ჭენჭოუ ასევე არის ხენანის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექონოლოგიური და საგანმანათლებლო ცენტრი.[5] ჭენჭოუს აგლომერაცია (რომელიც მოიცავს ჭენჭოუს და კაიფინს) ჭონგიუანის (ცენტრალური დაბლობების) ეკონომიკური ზონის მთავარი ბირთვია.[6]
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ჭენჭოუ 郑州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ხენანიხენანი |
შიდა დაყოფა | Zhongyuan District, Erqi District, Guancheng Hui District, Jinshui District, Shangjie District, Huiji District, Zhongmu County, გუნი, Xingyang, Xinmi, Xinzheng და დენგფენგი |
კოორდინატები | 34°45′50″ ჩ. გ. 113°41′02″ ა. გ. |
ფართობი | 7,532.56[1] კმ² |
მოსახლეობა | 12,600,574[2] კაცი |
სიმჭიდროვე | 1,700 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 371 |
საფოსტო ინდექსი | 450000 |
საავტომობილო კოდი | 豫A |
ოფიციალური საიტი | zhengzhou.gov.cn |
ქალაქი მდინარე ხუანხეს სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. ჭენჭოუ ასევე არის ჩინეთის ეროვნული სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ჭენჭოუ რკინიგზის საშუალებით ევროპასა [7] და საერთაშორისო აეროპორტს უკავშირდება.[8] ჭენჭოუ ასევე არის ეროვნული ცივილიზებული ქალაქი (ჩინ.: 全国文明城市) და ჩინეთის ხელისუფლების მიერ ცნობილი ისტორიული და კულტურული ქალაქების სიაში შეტანილი დასახლებული პუნქტი.[9] 2020 წლის მონაცემებით, ჩინეთში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობს ძეგლებიდან ორი სწორედ ჭენჭოუში მდებარეობს.
2020 წლის მონაცემებით, ჭენჭოუს საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 12 600 574 ადამიანს შეადგენს.[2] 2010 წელს, 6 353 285 ადა,ოამო ცხოვრობდა ქალაქის ურბანულ ნაწილში, რომელიც 6 ურბანული რაიონისაგან შედგება.[10][11] ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 2018 წელს 1.014 ტრილიონი (ჩინური იუანი) შეადგა.[12][13] ჭენჭოუს აგლომერაცია ჩინეთის ცამეტ მეგა ქალაქს შორისაა დასახელებული.[14] ის ოფიციალურად ასევე შედიც ეროვნულ ცენტრალურ რვა ქალაქს შორის.[15]
ჭენჭოუ არის ხენანის მთავრი ქალაქი სამეცნიერო კვლევების მხრივ. ის ასევე არის მსოფლიოს 130 საუკეთესო ქალაქს შორის ბუნების ინდექსის მიხედვით..[16] ჭენჭოუში ასევე მდებარეობს რეგიონის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტები, რომელთა შორისაა: ჭენჭოუს უნივერსიტეტი, ხენანის უნივერსიტეტი, ხენანის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ხენანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტი და ხენანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.[17]