ხოჯენდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხოჯენდი, ხუჯანდი, ხოჯენტი 1936 წლამდე, ლენინაბადი 1991 წლამდე (ტაჯ. Хуҷанд, სპარს. خجند) — ტაჯიკეთის სიდიდით მეორე ქალაქი. სოღდის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ფერღანის ხეობაში, მდინარე სირდარიაზე.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხოჯენდი ტაჯ. Хуҷанд | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაჯიკეთი | ||||
კოორდინატები | 40°17′00″ ჩ. გ. 69°37′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 40 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 300±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ტაჯიკური ენა | ||||
მოსახლეობა | 198 700 (1 იანვარი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 00 992 3422 | ||||
საფოსტო ინდექსი | 735700 | ||||
ოფიციალური საიტი | http://khujand.tj | ||||
დახურვა
დაარსდა დაახლოებით 2500 წლის წინ აქემენიანთა იმპერიაში და აბრეშუმის გზაზე ერთ-ერთ მთავარ ქალაქს წარმოადგენდა. ძვ. წ. 329 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაპყრობის შემდეგ ალექსანდრია ესხატა დაარქვა. ისტორიის განმავლობაში სხვა და სხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: VIII საუკუნეში ომაიანთა სახალიფოში, XIII საუკუნეში მონღოლთა იმპერიაში და XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიაში.[2]