ხრამის დიდი გორა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხრამის დიდი გორა — ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის (გვიანი ნეოლითი/ხალკოლითი, ძვ. წ. VI-IV ათასწლეული) გორანამოსახლარი მარნეულის ვაკეზე, სოფელ თაქალოს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას (მარნეულის მუნიციპალიტეტი). გათხრები დაიწყო 1972 წელს ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (თ. კიღურაძე).
ხრამის დიდი გორა | |
---|---|
ქვევრის ტიპის ჭურჭელი (ხრამის დიდი გორა) | |
კოორდინატები | 41°20′58″ ჩ. გ. 44°57′29″ ა. გ. |
ტიპი | გორანამოსახლარი |
ნასახლარი წარმოადგენს ოვალური მოყვანილობის ბორცვს (გათხრებამდე უსახელო იყო). განეკუთვნება შულავერის-შომუთეფეს კულტურის ტიპის დასახლებებს და უდიდესია მარნეულის ჯგუფის თანადროულ ძეგლებს შორის. მისი ფართობი 4,5 ჰა-ს აღემატება, ხოლო სიმაღლე 5 მ-ია. დაფიქსირებულია 9 სამშენებლო ჰორიზონტი. სამშენებლო მასალად გამოყენებული ალიზი სტანდარტულია. რამდენიმე სათავსოს იატაკი ქვემოთ მოგებული იყო ქვებით. № 49 სათავსოს იატაკზე ჭილოფის ანაბეჭდია დადასტურებული. სხვადასხვა ჰორიზონტებზე დადასტურებულია ოვალური მოყვანილობის, ქვები მოგებული სტაციონალური ღია კერა, რომელიც ხშირად ორი კედლის შევხედრის კუთხეშია გამართული. კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია უხეში, გლუვი და გაპრიალებულზედაპირიანი თიხის ჭურჭლით; ზოგიერთ მათგანში აღმოჩენილია ღვინის უძველესი კვალი. ქვის იარაღებიდან გვხვდება ორმხრივლესილი და სოლისებური ცულებით. აღმოჩენილია ძვლის სადგისები, ლულოვანი ძვლის თოხები და სხვა ნივთები. საინტერესოა თიხის ანთროპომორფული ქანდაკებები, ყველა მათგანი მრგვალ სკულპტურას წარმოადგენს.