ჯეთრო ტალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეთრო ტალი — ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1967-1968 წლებში.მათი მუსიკა გამოირჩევა ორიგინალური ვოკალური ჰარმონიითა და ჯგუფის ლიდერის, იენ ანდერსონის მიერ ფლეიტაზე შესრულებული სოლოებით. თავდაპირველად ჯგუფი უკრავდა ბლუზ როკს ექსპერიმენტული ელემენტებით, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, მათ მუსიკას დაემატა ევროპული კლასიკური მუსიკის ფრაგმენტები, ხალხური და ეთნიკური მოტივები, ჯაზისა და არტ როკისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ჯეთრო ტალის ალბომების 60 მილიონი ასლი.
სწრაფი ფაქტები ჯეთრო ტალი, ბიოგრაფია ...
ჯეთრო ტალი | |
---|---|
ჯგუფი 2007 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბლეკპული და ლუტონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი ბლუზ როკი ფოლკ როკი მძიმე როკი |
აქტიური | 1967 - 2014[1] |
ლეიბლ(ებ)ი |
Chrysalis Records Eagle Records Roadrunner Records EMI Capitol Records Island Records |
წევრები |
იენ ანდერსონი მარტინ ბარი დონ პერი დევიდ გუდიე ჯონ ო’ჰარა |
ყოფილი წევრები | იხილეთ წევრობის ისტორია |
საიტი | www.j-tull.com |
ჯეთრო ტალი ვიკისაწყობში |
დახურვა
ჯგუფის სახელით გამოცემული უკანასკნელი ჩანაწერები გამოვიდა 2003 წელს. 2014 წლის აპრილში ანდერსონმა განაცხადა, რომ ჯეთრო ტალი აღარ არსებობდა და მას სურდა ამ ჯგუფის სახელწოდების გავლენისგან გათავისუფლება.[2]