ჰორას სილვერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰორას უორდ მარტინ ტავარეს სილვერი (ინგლ. Horace Ward Martin Tavares Silver; დ. 2 სექტემბერი, 1928 — გ. 18 ივნისი, 2014) — ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი, კონკრეტულად, ჰარდ-ბოპის სტილში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი 1950-იან წლებში თავად იყო.
ჰორას სილვერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1928(1928-09-02)[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | Norwalk |
გარდ. თარიღი | 18 ივნისი, 2014(2014-06-18)[1] [2] [4] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-როშელი[5] |
საიტი | horacesilver.com |
ჰორას სილვერი ვიკისაწყობში |
ჰორას სილვერი ტენორ-საქსაფონსა და ფორტეპიანოზე უკრავდა სკოლაში, კონექტიკუტში. სილვერმა ფორტეპიანოზე დაკვრას ცოტა ხნით თავი დაანება, რადგან 1950 წელს მისი ტრიო დაიქირავა სტან გეტსმა. სილვერი მალევე გადავიდა ნიუიორკში, სადაც მას ჩამოუყალიბდა კომპოზიტორის რეპუტაცია. 1950-იანი წლების შუალედში, სილვერს თავისი ხშირი ჩანაწერები დაეხმარა წინსვლაში. მაგრამ, მისმა შემოქმედებამ ყველაზე დიდი აღიარება, ბენდ ჯაზ მესენჯერებთან მუშაობის დროს მოიპოვა, რომლის ხელმძღვანელიც არტ ბლეიკი იყო. მათ ალბომში, ''ჰორას სილვერი და ჯაზ მესენჯერები'' შევიდა ჰორას სილვერის პირველი ჰიტი "The Preacher". 1956 წელს სილვერმა დატოვა ჯაზ მესენჯერები და ჩამოაყალიბა საკუთარი კვინტეტი, რომელშიც შედიოდა ტენორ-საქსაფონი, საყვირი, ფორტეპიანო, ბასი და დასარტყამები. მოგვიანებით, სწორედ ამ ინსტრუმენტებით ყალიბდებოდა პატარა სტანდარტული ჯგუფები. მათმა საჯარო შესრულებებმა და ხშირმა ჩანაწერებმა blue note records -ისთვის გაზარდა ჰორასის პოპულარობა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომი იყო song for my father, რომელიც კვინტეტმა ორჯერ 1963 და 1964 წლებში ჩაწერა.
1970-იანი წლების დასაწყისში, სილვერმა დაშალა კვინტეტი, რადგან უფრო მეტი დროის გატარება სურდა თავის მეუღლესთან და სრული კონცენტრაცია მოახდინა საკუთარ საკომპოზიციო შემოქმედებაზე. მან თავისი მუსიკისთვის ტექსტების წერა დაიწყო და დაინტერესდა სპირიტუალიზმით. ამ ორი კომპონენტის ერთმანეთთან შერწყმამ გამოიწვია წარუმატებელი ჩანაწერების სერია, როგორიცაა The United States of Mind. ჰორასმა, 28 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა Blue Note Records და შექმნა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია. 1980 წლიდან ჰორასმა ისევ დაიწყო ტურებში სიარული. სანამ ჰორას სილვერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შემოქმედებას თავს დაანებებდა, 1993 წელს ითანამშრომლა Major Records-თან და ხუთი ალბომი ჩაწერა.
როგორც შემსრულებელმა, სილვერმა ბიბოპიდან გადაინაცვლა ჰარდ-ბოპში მელოდიაზე ყურადღების გამახვილებით და არა გართულებული ჰარმონიის ხარჯზე. იგი მარჯვენა ხელით ასრულებდა მკაფიო, ხშირად იუმორისტული ხასიათის მელოდიურ ხაზებს, მარცხენა ხელის მუქი შეფერილობის ბგერებისა და აკორდების გამეორებადი თანხლებით. მისი კომპოზიციები გამოირჩევა მიმზიდველი მელოდიებით და დისონანსებით შემკული აკორდიკით. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარიდან მთავარი თემა, მათ შორის "Doodlin", "Peace", "Sister Sadie", ჯაზსტანდარტად იქცა და დღემდე ხშირად სრულდება. მისი მემკვიდრეობა ზეგავლენას ახდენდა როგროც სხვა პიანისტებზე და კომპოზიტორებზე, ასევე მისი ბენდის წევრებზეც, რომლებიც 4 ათწლეულის განმავლობაში პერიოდულად თანამშრომლობდნენ მასთან.