აბრევიაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
აბრევიაცია (ლათ. abbreviatio — „შემოკლება“) — ბიოლოგიაში, ონტოგენეზის თანმიმდევრული შემოკლება მისი ცალკეული სტადიების ამოვარდნის გამო. აბრევიაციის დროს ორგანო ვერ აღწევს სრულ განვითარებას ან რედუცირდება. ტერმინი შემოიღო ბ. მატვეევმა 1930 წელს. ა. სევერცოვი ამ მოვლენას უარყოფით ანაბოლიას უწოდებდა.