აგრახანის ნახევარკუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
აგრახანის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ფართობი 212 კმ², სიგრძე დაახლოებით 50 კმ, სიგანე 8 კმ-მდე, შეფარდებითი სიმაღლე 20 მ-მდე. ნახევარუდაბნოა. აგრახანის ნახევარკუნძულს ეკვრის ამავე სახელწოდების ყურე, რომელსაც მდინარე თერგი ერთვის.