ალექსანდრე ყაზბეგი
ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (დ. 20 იანვარი [ძვ. სტ. 8 იანვარი], 1848[3], სტეფანწმინდა — გ. 22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“.[4][5] სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) ძირითადად 1880–1885 წლების განმავლობაში შექმნა. მწერალზე გავლენა ქართულმა, რუსულმა და ფრანგულმა ლიტერატურამ მოახდინა.
სწრაფი ფაქტები ალექსანდრე ყაზბეგი, დაბადების თარიღი ...
ალექსანდრე ყაზბეგი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 (20) იანვარი, 1848[1] |
დაბადების ადგილი | სტეფანწმინდა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] |
გარდაცვალების თარიღი | 22 დეკემბერი, 1893(1893-12-22)[1] (45 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] |
ფსევდონიმი | მოჩხუბარიძე და მოხევე |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
Magnum opus | ხევისბერი გოჩა და მამის მკვლელი |
გავლენა მოახდინეს | |
დახურვა