ალჟირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალჟირი (არაბ. الجزائر, ბერბ. ⴷⵣⴰⵢⴻⵔ), ოფიციალურად ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبية ალ-ჯუმჰურია ალ-ჯეზაირია დემოკრატია აშ-შაბიია) — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს — მეათე ქვეყანა. ალჟირი მაღრიბის (ე.ი. „დასავლეთის“) ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. არაბული ანდაზა ამბობს: „მაღრიბი ის ფრინველია, რომლის ტანი ალჟირია, ხოლო ფრთები - მაროკო და ტუნისი“.
ტერმინს „ალჟირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალჟირი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبية ⵟⴰⴳⴷⵓⴷⴰ ⵜⴰⵎⴻⴳⴷⴰⵢⵜ ⵜⴰⵖⴻⵔⴼⴰⵏⵜ ⵜⴰⵣⵣⴰⵢⵔⵉⵜ ალჟირი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Kassaman |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ალჟირი 36°42′ ჩ. გ. 3°13′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული, ბერბერო-ლიბიური ენები | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | აბდელმაჯიდ ტებუნი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | აიმენ ბენაბდერრაჰმანე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 381 740 კმ2 (მე-10) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 34 895 000 | ||||
- | 1998 აღწერა | 29 100 867 | ||||
- | სიმჭიდროვე | 14,6 კაცი/კმ2 (204-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $253.4 მილიარდი (38-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $8,100 (2007) (88-ე) | ||||
აგი (2007) | 0.733 (საშუალო) (104-ე) | |||||
ვალუტა | ალჟირული დინარი (DZD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
ქვეყნის კოდი | DZA | |||||
Internet TLD | .dz | |||||
სატელეფონო კოდი | 213 |
ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია, დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი დაახლოებით 2 400 000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქია ალჟირი ალ-ჯაზაირი. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი-ნავსადგური, რომელიც მდებარეობს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც 43 600 000-ია (2020 მონაც.) ალჟირი მერვე ადგილზეა აფრიკის კონტინენტზე.
ალჟირი არის არაბული ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა.