ბესა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბესა (ბერძ. Βέσσας) – ბიზანტიელი სტრატეგოსი (სარდალი) ეგრისში 550-554 წლებში. 550 წელს ბიზანტიას დაუმორჩილა აჯანყებული აბაზგები; 551 წელს ირანელებს წაართვა ციხე-ქალაქი პეტრა, მაგრამ 553 წელს სასტიკად დამარცხდა ირანელებთან ბრძოლაში ტელეფისის მახლობლად. ეგრისის მეფის გუბაზის თხოვნით იუსტინიანე კეისარმა ბესა თანამდებობიდან გადააყენა, ჩამოართვა მთელი ქონება და აბაზგიაში გადაასახლა.