ბჰაკტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბჰაკტი (სანსკ. भक्ति bhakti „ერთგულება“) — ცნება ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში, ღვთის მსახურების განსაკუთრებული ფორმა: მისადმი სიყვარულის და ერთგულების პრაქტიცირება; ასევე ამავე სახელწოდების რელიგიური მოძრაობა, რომელიც ჩრდილო ინდოეთში XV საუკუნიდან გავრცელდა.
ბჰაგავადგიტა ბჰაკტის ასახელებს, როგორც ღმერთამდე მისაღწევ ყველაზე „ამაღლებულ“ გზას.
”ბჰაკტის გზა” ძირითადად გამოიხატება ტაძრებში ღვთაებათა „მსახურებაში“ (მათი განბანა, სამოსის ყოველდღიური განახლება, რიტუალური პროდუქტების მირთმევა, იხ. პრასადამი), ასევე ხალხმრავალი დღესასწაულებისა და პროცესიების დროს ღვთაებათადმი მიძღვნილი ბჰაჯანების და კირტანების ერთობლივ გალობაში.