გვადალკვივირი
From Wikipedia, the free encyclopedia
გვადალკვივირი (ესპ. Guadalquivir) — მდინარე სამხრეთ ესპანეთში. სიგრძე 657 კილომეტრი, აუზის ფართობი 57 ათასი კმ2. სათავე აქვს ანდალუსიის მთების ჩრდილოეთით. მიედინება ანდალუსიის დაბლობზე. კალაპოტის სიგანე ქალაქებს სევილიასა და კორდოვას შორის 150-200 მეტრი. სევილიის ქვემოთ ბრტყელ სანაპირო დაბლობზე მიედინება და იტოტება. ვიდრე კადისის ყურეს (ატლანტის ოკეანე) შეუერთდებოდეს, კვლავ ერთ კალაპოტში ექცევა და 7 კილომეტრი სიგანის ესტუარს ქმნის. მთავარი შენაკადებია, მარცხნიდან:პატარა გვადიანა, ხენილი. მარჯვნიდან გუადალიმარი, უელვა. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის თებერვალ-მარტში. წყლის საშუალო ხარჯი 164 მ3/წმ. სანაოსნოა ქალაქ კორდოვამდე, ქალაქ სევილიამდე ზღვის გემებისათვის (მოქცევის დროს). იყენებენ სარწყავად.
სწრაფი ფაქტები გვადალკვივირი, ქვეყანა ...
გვადალკვივირი | |
---|---|
გვადალკვივირის აუზი | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ქალაქები |
კორდობა სევილია |
სათავე | ანდალუსიის მთები ესპანეთი |
სიგრძე | 657 კმ |
აუზის ფართობი | 57 კმ² |
გვადალკვივირი ვიკისაწყობში |
დახურვა