დავით გუგუნავა
From Wikipedia, the free encyclopedia
დავით (დათა) სიმონის ძე გუგუნავა (დ. 1815 — გ. 1885) — თავადი, ქართველი მომღერალი, ლოტბარი, რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუგუნავა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დავით გუგუნავა, ეროვნება ...
დავით გუგუნავა | |
---|---|
დათა გუგუნავა | |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1815 |
გარდაცვალების თარიღი | 1885 |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
წოდება | პრაპორშჩიკი |
ნაწილი | გურიის დრუჟინა |
ბრძოლები/ომები | გურიის აჯანყება 1841, რუსეთ-თურქეთის ომი (1877-1878) |
კავშირი | სიმონ გუგუნავას მამა |
დახურვა
მონაწილეობდა გურიის 1841 წლის აჯანყებაში, თუმცა შემდეგ მთავრობას შეურიგდა. არჩეული იყო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად (დაახლ. 1871). რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომის დროს წარმატებით მეთაურობდა გურიის დრუჟინას.
დათა გუგუნავა, გარდა სამხედრო მოღვაწეობისა, იყო ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მისი მოწაფე იყო სამუელ ჩავლეიშვილი. მისი ვაჟი, სიმონი, იყო ცნობილი პოეტი და მთარგმნელი. არის ავტორი სიმღერისა „შავი შაშვი ჩიოდა“, რომელიც მან შვილის, ტიტიკოს, გარდაცვალების გამო დაწერა.