ეროვნული გალერეა (ლონდონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ეროვნული გალერეა (ინგლ. National Gallery) — ლონდონის მუზეუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია, სადაც თავმოყრილია დასავლეთ ევროპის ფერწერის 2000-ზე მეტი ნიმუში. მნახველთა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოს მუზეუმებს შორის. დაარსდა 1824 წელს ჯონ ჯულიუს ენგერსტაინის კოლექციის ბაზაზე. მდებარეობს ტრაფალგარის მოედანზე.