ვოლგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვოლგა (მარ. Юл, ჩუვ. Атӑл, თათრ. Идел, ნოღ. Эдил, ყალმ. Иҗил-һол, ყაზახ. Еділ, ერზ. Рав) — მდინარე რუსეთში, ყველაზე გრძელი მდინარე ევროპაში. მისი სიგრძე 3530 კილომეტრია (წყალსაცავის აგებამდე 3690 კმ იყო) აუზის ფართობი 1 380 000 კმ². ერთვის კასპიის ზღვას, სადაც წარმოქმნის 160 კმ-ის სიგრძის დელტას, რომელიც 500-მდე არხსა და მცირე მდინარეს მოიცავს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვოლგა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ვოლგა, ქვეყანა ...
ვოლგა | |
---|---|
ვოლგა ნიჟნი-ნოვგოროდთან | |
ქვეყანა | რუსეთი |
სათავე | ვალდაის მაღლობი |
სიგრძე | 3530 კმ |
აუზის ფართობი | 1 360 000 კმ² |
ვოლგა ვიკისაწყობში |
დახურვა
ვოლგა გაედინება ცენტრალურ რუსეთში და ხშირად ამ ქვეყნის ეროვნულ მდინარედაც მოიხსენიებენ. რუსეთის 20 უდიდესი ქალაქიდან თერთმეტი, მათ შორის დედაქალაქი მოსკოვიც, ვოლგის აუზში მდებარეობს. ამავე დროს, ვოლგის აუზი ყველაზე დასახლებული ტერიტორიაა მთელს რუსეთში.
მდინარის უამრავ შენაკადთაგან აღსანიშნავია: კამა, ოკა, ვეტლუგა, სურა.