იზაბელა ანჟულიმელი
From Wikipedia, the free encyclopedia
იზაბელა ანჟულიმელი (ფრანგ. Isabelle d'Angoulême, ინგლ. Isabella of Angoulême; დ. დაახლ. 1186/1188 — გ. 4 ივნისი, 1246) — ინგლისის დედოფალი 1200-1216 წლებში როგორც ჯონ უმიწაწყლოს მეორე მეუღლე, ანჟულემის გრაფინია 1202-1246 წლებში მემკვიდრეობით და ლა მარკის გრაფინია 1220-1246 წლებში როგორც ჰუგო X-ის მეუღლე.
იზაბელა ანჟულიმელი | |
---|---|
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 8 ოქტომბერი, 1200 |
მმართ. დასაწყისი: | 24 აგვისტო, 1200 |
მმართ. დასასრული: | 19 ოქტომბერი, 1216 |
წინამორბედი: | ბერენგარია ნავარელი |
მემკვიდრე: | ელეანორ პროვანსელი |
სხვა წოდებები: |
ანჟულემის გრაფინია (1202-1246) ლა მარკის გრაფინია (1220-1246) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1186/1188 |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 1246 |
მეუღლე: |
ჯონი, ინგლისის მეფე (ქ. 1200 - გარდ. 1216) ჰუგო X, ლა მარკის გრაფი (ქ. 1220) |
შვილები: |
ჰენრი III, ინგლისის მეფე რიჩარდი, გერმანიის მეფე ჯოანა, შოტლანდიის დედოფალი იზაბელა, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეანორა, პემბროკის გრაფინია |
მამა: | აიმერი, ანჟულემის გრაფი |
დედა: | ალის ქორტნელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პირველი ქორწინებიდან იზაბელას ჰყავდა ხუთი შვილი, მათ შორის ინგლისის მეფე ჰენრი III, ხოლო მეორე ქორწინებიდან ჰყავდა ცხრა შვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ იგი ძლევამოსილი ფრანგი დიდგვაროვანი იყო, პრეტენზია ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე, რის გამოც 1241 წელს მან მეფე ლუი IX-ის ჩამოგდებას გეგმავდა, რომელიც დედა-დედოფალ ბლანკა კასტილიელმა ჩაუშალა, რომელიც მისი მოსისხლე მტერი იყო. 1244 წელს მან მეფის მოწამვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და თავის გადასარჩენად მონასტერში გადასახლდა სადაც ორ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც.