From Wikipedia, the free encyclopedia
ინდიელები — ამერიკის წითელკანიანი აბორიგენი ტომები (ესკიმოსებისა და ალეუტების გარდა); ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხებია — კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები და სხვ. ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.
ინდიელები-საერთო სახელწოდება ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისა (ალეუტების და ესკიმოსების გარდა). სახელწოდება წარმოიშვა პირველი ევროპელი ზღვით მოგზაურების (ქრისტეფორე კოლუმბის და სხვების)მცდარი წარმოდგენიდან, რომლებსაც ეგონათ, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე ინდოეთის მიწა აღმოაჩინეს. ანთროპოლოგიურად ინდიელები ამერიკანოიდულ რასას მიეკუთვნებიან. დაახლოებით, ამერიკაში ინდიელთა საერთო რაოდენობა 30 მლნ-ზე მეტია (1960-ანი წლების შეფასებით). 21-ე საუკუნის დასაწყისში მათმა საერთო რაოდენობამ 60 მლნ-ს გადააჭარბა, ხოლო ე.წ „დეტრიბალიზებული“ (ინდიელები, რომლებმაც ტომური ნიშნები დაკარგეს) ინდიელების აღწერის ჩათვლით, დაახლოებით 75 მლნ-ს აჭარბებს. ამჟამად ინდიელების სახელწოდება ათასამდე სხვადასხვა ხალხს აერთიანებს, XV ს-ის ბოლოს კი ასეთი ხალხების რაოდენობა დაახლოებით 2200 იყო.
ინდიელები იყოფიან ე.წ. ამერინდიურ ეთნოლინგვისტურ ოჯახებად: ალგონკინურ-მოსური, ანდო-ეკვატორული, აცტეკურ-ტანური, ჟე-პანო-კარიბული, ხოკა-სიუ, მაკრო-ოტომანგუა, მაკრო-ჩიბჩა, ნა-დენე, პენუტური, ტარასკული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.